title
5 თებერვალი 2012 წ. 21:10
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
10:24:59                         10.03.2010
სასამართლო ეკონომიკური სამინისტროს წინააღმდეგ „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს

საბეჭდი ვერსია

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, არასამთავრობო ორგანიზაცია `მწვანე ალტერნატივას” მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა განახლდება.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სამინისტროს უპასუხისმგებლობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სამინისტროს „თბილისის წყლის“ მფლობელ „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედისგან“ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დღემდე არ წარმოუდგენია.

საჩივარი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებული შპს „რუსთავწყალკანალის“, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „თბილისის წყლის“ 100 პროცენტიანი წილების ნასყიდობის თაობაზე  დადებული ხელშეკრულების პირობების ანგარიშს, რომლის მოპოვებაც, ორგანიზაციამ, ერთწლიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიპოვა. პრეზიდენტის განკარგულებით, კომპანია  „თბილისის წყალს“ საწარმოები გადაეცა მთელი რიგი პირობებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

წყალმომარაგების კომპანიების განკერძოებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება _ გასაიდუმლოებულია თავად შპს „რუსთავწყალკანალის~, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „თბილისის წყალის“ 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტიც.

„მწვანე ალტერნატივამ“ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2009 წლის მაისში მიმართა და ხელშეკრულების გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. დღემდე უკვე ხუთი სხდომა შედგა, მაგრამ სასამართლო ვერ იწყებს საკითხის არსებით განხილვას იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა პროცესში შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ ჩართვა. ეს კომპანია არ არის საქართველოში რეგისტრირებული, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მიწოდებულ მისამართზე კი, კომპანია უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს; სხვა საკონტაქტო ინფორმაცია სამინისტროში  არ მოიპოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი  11.00. საათზე დაიწყება.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-3 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
1 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C