title
5 თებერვალი 2012 წ. 21:23
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
11:44:40                         01.08.2010
ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა

საბეჭდი ვერსია

დღეიდან ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის პირს 200 ლარით დააჯარიმებენ. თუ ამავე მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა შენობის  ან|და ადამიანის სხეულის მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, მძღოლს მართვის უფლება 3 წლით ჩამოერთმევა. ამასთან, თუ პირი ნარკოტიკების მოხმარებაზე ან სიმთვრალეზე შემოწმებას თავს აარიდებს, მას მართვის უფლების ჩამორთმევა ასევე 3 წლით მოუწევს.
იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი პოლიციელის მოთხოვნაზე ავტომანქანას არ გააჩერებს ან\და შემთხვევის ადგილს მიატოვებს, მას ან 300 ლარით დააჯარიმებენ, ან მართვის მოწმობას 1 წლით ჩამოართმევენ.

ჯარიმა იზრდება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის და 40 ლარი ხდება. 
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები ჯარიმების გამკაცრებას სხვა სამართალდარღვევებზეც ითვალისწინებს.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე პლენარულ სხდომათა ფორმატში დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მაშინ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ეს საკითხი ღირსეულად გაეშუქებინათ, რადგან ავტოსაგზაო სამართალდარღევებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა შემაშფოთებელია.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-3 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
1 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C