title
5 თებერვალი 2012 წ. 21:24
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
My Title
12:06:35                         01.08.2010
`სახალხო მართლმადებლური მოძრაობის” წევრების სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

საბეჭდი ვერსია

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”  წევრების სასამართლო პროცესი განახლდება.

როგორც `მედიანიუსს” მოსარჩელე მხარის ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები ჩვენებებს მისცემენ. სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადგება ბრალდებულთა თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა.

`სასამართლოს განმარტებით, მართალია, დაზარალებულებს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ საქმის არსებითი გარემოება ამ მხრივ არ იცვლება, რის გამოც წინა სხდომაზე შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. დაზარალებულები ერთხმად მიუთითებენ, რომ დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით არიან დაჭერილები და მათ ქმედებაში კანონგარეშე მოქმედება არ იკვეთებოდა. არ ყოფილა არც ხულიგნობის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხიც.” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის: ტელეკომპანია `კავკასიაში” ინციდენტი ერეკლე დეისაძის წიგნის საჯარო განხილვას მოჰყვა, რა დროსაც `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” 8 წევრი დააკავეს. დაკავებულებს: ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძეს, ჯაბა გურჩიანს, დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძესა და ზვიად ბლიაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ხულიგნობაში ედება.

ხვალინდელი პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-3 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
1 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C