title
5 თებერვალი 2012 წ. 21:16
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
My Title
12:24:30                         01.08.2010
სოციალური აქცია ”ვხატავთ რომპეტროლს” განახლებული ფორმატით დღეიდან აჭარიდან დაიწყება

საბეჭდი ვერსია

სოციალური აქცია ”ვხატავთ რომპეტროლს”  განახლებული ფორმატით ბრუნდება.

აქცია სტარტს ბათუმში, განახლებულ ბულვარში – ამფითეატრის ტერიტორიაზე, დღეს აიღებს. 13:00 საათიდან, მხატვრები, ანიმატორები და მხიარული მულტფილმების პერსონაჟები გაართობენ პატარებს და ერთად დახატავენ სურათებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.

ბავშვები, რომლებიც აქციაში ჩაერთვებიან, `რომპეტროლისგან~ ხატვისათვის საჭირო ატრიბუტებს და სპეციალურ დიპლომებს მიიღებენ. მათთან ერთად გაერთობიან, დახატავენ, იმღერებენ, იხტუნავებენ ბატუტზე და ითამაშებენ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც.

„აქცია დევიზით - „შეითავსე მხატვრის როლი, და დახატე რომპეტროლი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პირველად გასულ წელს წარმატებით ჩატარდა და გადავწყვიტეთ ის უფრო მასშტაბური  გავხადოთ, რათა ბავშვებს კიდევ არაერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ. ამ მიზნით, „ვხატავთ რომპეტროლს“ მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება,“ – აცხადებს `რომპეტროლ საქართველოს~ გენერალური  დირექტორი  ალექსანდრე ალბინი.

მისივე თქმით, 8 აგვისტოს აქცია გორში გადაინაცვლებს, 15 აგვისტოს ბორჯომში, 22 აგვისტოს ზოოპარკში, ხოლო 29 აგვისტოს „ვხატავთ რომპეტროლს“ წყნეთის ბავშვთა სახლში საგანგებოდ მოეწყობა. სექტემბერში გაიმართება ნახატების გრანდიოზული გამოფენა–გაყიდვა, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გადაეცემა.

აღნიშნული პროექტი „რომპეტროლის“ სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა “ჩვენი მომავლის  ენერგია“ .

”რომპეტროლ ჯგუფი” ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. “რომპეტროლ საქართველო“ ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-3 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
1 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C