აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა აზერბაიჯანს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ოფიციალურ ბაქოს სთხოვენ, თავი შეიკავოს მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ძალის გამოყენებისგან.
სომეხი პოლიტოლოგის სერგეი შაკარიანცის აზრით, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი მოგებულები არიან. მისი თქმით, აზერბაიჯანმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო.
შაკარიანცის პროგნოზით, აგვისტოშო კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ ცვლილება არ მოხდება, სექტემბერში კი, აზერბაიჯანი, ჩვეულებისამებრ, სიტუაციის დაძაბვას შეეცდება.





