
აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე იალაღებზე სახალხო დღესასასწაული შუამთობა აღინიშნა, რომელიც ტადიციულად, აგვისტოს პირველ კვირას იმართება. შუამთობა კურორტ ბეშუმში რამდენიმე კულტურული ღონისძიებით აღინიშნა.
გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, ჭიდაობა, დოღი, შეჯიბრი ლექსის თქმაში. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და დღესასწაულზე რამდენიმე წყვილმაც იქორწინა. დღესასწაული მოსახლეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გადმოცემის მიხედვით, ამ დროს მემთეურებს ოჯახის წევრები სტუმრობდნენ. მოგვიანებით ეს ტრადიცია სახალხო ზეიმად იქცა და მას აჭარის ყველა იალაღზე აღნიშნავენ.





