
პაკისტანში, სადაც ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წყალდიდობა მოხდა, ქოლერას შემთხვევებიც დაფიქსირდა.
კერძოდ. Qქოლერას კერები სვათის პროვინციაში გაჩნდნენ. თუმცა, ჯერ უცნობია, ეს ეპიდემიაა თუ ცალკეული შემთხვევები.
ბოლო ინფორმაციით, წყალდიდობას 862 ადამიანი შეეწირა. 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სხვადასხვა სახელმწიფოების საელჩოები 1500-მდე ტურისტის ადგილსამყოფელს ადგენენ.
გაეროს მონაცემებით, სულ წყალდიდობამ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. სინოპტიკოსების განმარტებით, 36 საათის განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით სარეკორდო რაოდენობის ნალექი მოვიდა. Aამ დროისთვის წყლის დონემ მდინარეებში დაიკლო, თუმცა, მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. სამაშველო სამუშაოებს კომუნიკაციების არარსებობა აფერხებს.
პაკისტანის მეზობელ ავღანეთში წყალდიდობას 65 ადამიანი შეეწირა. ევროკომისიამ დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი ევრო გამოყო.




