title
5 თებერვალი 2012 წ. 23:09
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
ინტერვიუ
My Title
17:09:58                         06.08.2010
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს იგონებს, რომ ხანძარი აშშ-ს გადააბრალოს

საბეჭდი ვერსია

რუსეთში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ  ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს. უფრო მეტიც, ვერ შეძლეს, ხანძრისგან დაეცვათ ორი უმსხვილესი სამხედრო ობიექტი. Dდიდია  დაღუპულთა რიცხვიც.

რატომ ვერ შეძლო ძლიერი ქვეყნის იმიჯის მქონე ქვეყანამ ორი უდიდესი სამხედრო ობიექტის და ერთ-ერთი ბირთვული ცენტრის ცეცხლისგან დაცვა? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

_ ის  ფაქტი, რომ დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა და ვერ დაიცვეს ორი სამხედრო ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთისთვის მთვარი პრიორიტეტია, მიანიშნებს შესაბამისი ორგანოების სისუსტესა და მოძველებულ ტექნოლოგიებზე, რომელიც რუსეთს გააჩნია. სხვათაშორის, ევროპის რამდენიმე განვითარებულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და იტალიამ დახმარებაც კი შესთავაზეს.  ჩემი აზრით, სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტე, უუნარობა და მოძველებული ტექნოლოგიები არის მიზეზი იმისა, რომ ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალა და ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ხანძარი ხშირად ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არ იწვის სამხედრო ბაზები და არც ამდენი მსხვერპლია.

კრილოვის ცნობილი გამოთქმაა: `რუსი  არასდროს დაადანაშაულებს რუსს~. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს იგონებს, რომ მომხდარი აშშ-ს გადააბრალოს. ამისთვის მოჰყავს აბსურდული არგუმენტები, თითქოს აშშ კლიმატურ იარაღს იყენებს და ა.შ ამან გამოიწვია რუსეთში სტიქია და აშ. კრემლი ყოველთვის ქმნის მტრის ხატს, ახლაც, ამ ეკოლოგიური კატასტროფის დროსაც კი, რუსეთი პოლიტიკური სპეკულაციებს არ იშლის.

_ ამ ორი უმსხვილესი სამხედრო ობიექტის დაწვის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი სამხედრო ინფრასტრუქტურ სუსტია და არ არის ისეთი, როგორც თვითონ სურს ამის წარმოჩენა?

_ რა თქმა უნდა აქ შეიძლება ითქვას, რომ რუსული სამხედრო ინფარსტრქუტურა არც ისეთი ძლერია, როგორი წარმოდგენაც მასზე აქვთ. ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას. იგივე ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, მხოლოდ რაოდენობითა და ავიაციის წყალობით შეძლეს გარკვეული კონტროლის დამყარება და ამავე დროს სერიოზული ზარალი განიცადეს. რაც შეეხება საქართველოსთან ომს, კარგად გახსოვთ, ამ ომის შემდეგ რამხელა რეფორმები წამოიწყეს, რადგან მათი ბევრი სისუსტე გამოვლინდა. რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ასეთ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს არის: კორუფციის მაღალი დონე, სამხედროების დაბალი კვალიფიკაცია, რადგან  გენერალიტეტის და ოფიცერთა ძირითადმა შემადგენლობამ განათლება საბჭოთა კავშირის დროს მიიღო; ასევე მოძველებული ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ რუსეთი თავდაცვაზე გამოყოფს დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს, ხოლო აშშ თითქმის 700 მილიარდ დოლარს. განსხვავება აშკარად დიდია და შესაბამისად შედეგიც.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან ინტერვიუ
16:26:25
31.01.2012
18:02:19
27.01.2012
16:30:42
27.01.2012
11:48:49
25.01.2012
18:39:23
19.01.2012
11:35:49
19.01.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
6 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-10 °C