2011 წლის 1 იანვრიდან, ევროპაში Ford Focus ST -ს გაყიდვები აიკრძალება. ამის მიზეზი ისაა, ავტომანქანა არ აკმაყოფილებს “ევრო-5”-ის ეკოლოგიურ ნორმებს.
თუმცა, ამერიკული ავტომწარმოებელი, მიმდინარე წლის ოქტომბერში, პარიჟის ავტოსალონზე მაინც წარადგენს შთ-ს მომავალ თაობას, რომელიც 2,5 ლიტრაჟის ძრავით იქნება აღჭურვილი. ავტომობილი “ეკობუსტის” ტიპის აგრეგატს მიიღებს, რომელსაც იყენებენ S-Max, Galaxy და Mondeo -ს მოდელები.
წინასწარი ინფორმაციით, ST 100კმ/სთ-ს 6 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, 250კმ/სთ იქნება.



