title
8 თებერვალი 2012 წ. 12:36
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
ინტერვიუ
My Title
16:15:38                         25.08.2010
ლევან ბერძენიშვილი: ხელისუფლება ამერიკიდან ჩამოიყვანს მწყემსებს და გვეტყვის, მასწავლებლები არიანო

საბეჭდი ვერსია

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში ბარიერი მხოლოდ პედაგოგთა 11 პროცენტმა გადალახა. წელს ასევე დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა  ეროვნულ გამოცდებზეც; მინიმალური ზღვარი აბიტურიენთა ერთმა მესამედმა ვერ გადალახა.

რამ განაპირობა პედაგოგთა და აბიტურიენტთა მომზადების ასეთი დაბალი დონე და რა უნდა გაკეთდეს მათი ცოდნის ასამაღლებლად, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგნეტო “მედიანიუსი”
ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა. 

_ ბატონო ლევან,  როგორ შეაფასებთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს?
_ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პროექტი არ არის სწორად ორგანიზებული. თვითონ ტესტის შედეგში ეჭვი არ შემაქვს, მასწავლებელთა მომზადების დონე, ალბათ, მართლაც არ არის მაღალი, მაგრამ საქმე ის არის, რომ  განათლების სამინისტროს პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება არ მიუცია. სახელმწიფოს აინტერესებს მხოლოდ შედეგი და არ ზრუნავს, როგორ უნდა იქნეს მიღწეული ეს შედეგი. ამიტომ ეს ექსპერიმენტი და შემდეგ  მისი შედეგების ასეთი აფიშირება გაუმართლებლად მიმაჩნია. მეც შემიძლია ჩავატარო გამოცდები მაგალითად, მედიაში და დავასკვნა, რომ პრობლემები აქვს ქართულ მედიას. თუმცა, ამით მედიას ვერ გავაუმჯობესებ. თუ მათი ამოცანაა მასწავლებლების დატერორება, ეს ამოცანა მიღწეულია. თუ ამოცანა პედაგოგთა ცოდნის დონის ამაღლებაა, მაშინ უზრუნველყოფილი უნდა იყოს არამარტო ტესტირება, არამედ ტესტირებისთვის მოსამზადებელი პერიოდიც. თუმცა, მე სახელმწიფოს მხრიდან ამის ინტერესს ვერ ვხედავ. მასწავლებლების მიმართ სამინისტროს ძალიან არაკოლეგიალური დამოკიდებულება აქვს. არც მასწავლებლებს  ვამართლებ.  საგანმანათლებლო სისტემაში მართლაც დაბალი დონეა. დიდი ხანია მოსწავლე, მასწავლებელი, თვითონ სამინისტრო და მთელი ქვეყანა, განათლების თვალსაზრისით, კატასტროფამდეა მისული და  ამ კატასტროფის მასშტაბები დღითიდღე ნათელი ხდება. სამწუხაროდ, მდგომარეობის გამოსწორების იმედიც არ მაქვს, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა, ასეთი მეთოდებით იმუშაოს, კერძოდ  დააფიქსიროს დაბალი დონე, რომ მერე ილაპარაკოს ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქსო.
ობიექტურად რომ შეფასოთ საერთო სურათი, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მდგომარეობას სჭირდება გამოსწორება და არა მისი დრამტიზება და ამით პედაგოგთა დაშინება, რაც ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად პოლიტიკური მიზნით იქნება გამოყენებული.

_ ბატონო ლევან, როგორც ამბობენ, სექტემბრისთვის სამსახურიდან 25 000-მდე მასწავლებლის გათავისუფლებას აპირებენ.  ეს ტესტირებაც იმისთვის ხომ არ ჩატარდა და მისი შედეგების ასეთი აფიშირება იმისთვის ხომ არ ხდება, რომ ეს შემცირების პროცესი არაპირდაპირი გზით გარკვეულწილად გაამართლონ?
_ პედაგოგთა კვალიფიკაციის დონე რომ დაბალია, ეს არც ჩემი ბრალია, არც თქვენი და არც ამ პედაგოგების. ამ ტესტირების შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ სახელმწიფოს დონეა დაბალი, რადგან არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკითა და გაუმართლებელი ექსპერიმენტებით ქართული საგანმანათლებლო სისტემა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. რომ გაუშვან ამდენი პედაგოგი, მერე ვინ ასწავლის? ალბათ, ამერიკიდან ჩამოიყვანენ მწყემსებს და გვეტყვიან, მასწავლებლები არიანო. რაც უკვე გააკეთეს. სხვათაშორის, იმ ინგლისურის მასწავლებლებში არცერთი პროფესიონალი მასწავლებელი არ არის. მსგავსი პროგრამები სჭირდებათ განსაკუთრებულად ჩამორჩენილ ქვეყნებს, ჩვენ ნამდვილად არ უნდა გვჭირდებოდეს.

_ ბატონო ლევან, როგორც სამინისტრო აცხადებს, იმ პედაგოგებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს,  2014 წლამდე გამოცდების ხელახლა ჩაბარების უფლება აქვთ. 2014 წლამდე საკმაოდ დიდი დროა და,  მანამდე შესაბამისი გადამზადება მოხდება?
_ ქვეყანაში საერთო განათლების მდგომარეობის ასამაღლებლად, სახელმწიფომ უნდა გაიღოს გაცილებით მეტი მორალური და რაც მთავარია, ფინანსური ხარჯები, რათა პედაგოგთა კვალიფიკაციის დონე ამაღლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ზუსტად ისეთი სისულელე, რაც მოგვივიდა წელს  ე.წ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როდესაც ტესტები იყო უფრო მარტივი, ვიდრე შარშან და აბიტურიენტთა ერთი მესამედი ჩაიჭრა. გაისად უკვე ნახევარი ჩაიჭრება და ასე კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ.

_ რატომ მოხდა ასე, რა იყო ამის მიზეზი?
_ სხვათაშორის, ნამდვილი გამოცდები რომ ჩაგვეტარებინა, ისეთი როგორიც ჩემი სტუდენტობის პერიოდში იყო, უფრო მეტი ჩაიჭრებოდა. 10 პროცენტზე მეტი ვერ მოხვდებოდა. ეს გამოიწვია იმან, რომ სკოლაში სწავლის დონე ძალიან დაბალია. დაბალია ასევე რეპეტიტორთა მომზადების დონეც. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ განათლებაში სათანადო ფინანსური რესურსი არ იდება. რეპეტიტორობაც არ იქნებოდა ასე გავრცელებული, სკოლაში მასწავლებელს ნორმალური ხელფასი რომ ჰქონდეს. კვალიფიციურ კადრებს სჭირდება დიდი თანხები. 20-ჯერ მეტი ვიდრე ახლაა გამოყოფილი. სააკაშვილს კი,  უნდა ომი და  არა განათლება. როგორი განთლებაც სურდა, ის უკვე მიიღო.  განათლება ძვირი პროდუქტია. საქართველოში კი, განათლება ძალიან გაიაფებულია, შესაბამისად, დონეც დაბალი გვაქვს.  მშობლებს ჰგონიათ, ბავშვების მომზადებაში ბევრი გადაიხადეს. სინამდვილეში, ეს კაპიკებია.  ჩვენ გვჭირდება განათლება, რომელიც ამაზე 100-ჯერ მეტი ღირს და ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ამ სფეროზე უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფოს საერთო ეროვნული პროდუქტის 5 პროცენტი მაინც, მაგრამ ამისთვის თანხები არ არის, რადგან ათასგვარ სულელურ და გაუმართლებელ პროექტებში ხარჯავენ.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან ინტერვიუ
18:14:31
07.02.2012
16:34:53
06.02.2012
12:30:41
06.02.2012
12:25:30
06.02.2012
16:26:25
31.01.2012
18:02:19
27.01.2012
USD
USD
1.6679
0.0003
EUR
EUR
2.1915
0.014
GBP
GBP
2.6371
0.0109
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
-1 °C
ბათუმი
Weather Img
5 °C
ზუგდიდი
Weather Img
0 °C
თელავი
Weather Img
-6 °C