დღეს სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და . `სამხრეთ ოსეთის~ დამოუკიდებლობის აღიარების დღეს აღნიშნავენ .
ამასთან დაკავშირებით სოხუმში საღამოს კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც აფხაზი და კრასნოდარელი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ზეიმს ფეიერვერკი დაასრულებს.
ცხინვალში კი ავტოგარბენი და სახალხო სეირნობა მოეწყობა. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგიდა რუსულ-ოსური ურთიერთობების თემაზე. მოგვიანებით კი, ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ანსამბლი “ცისფერი ბერეტები” კონცერტს გამართავს.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოს ამ რეგიონების ოკუპირების შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. მოსკოვისვე აქტიური მონაწილეობით მათი დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმაც აღიარეს.



