title
5 თებერვალი 2012 წ. 22:45
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
დღის კალენდარი
11:06:05                         29.08.2010
დღის კალენდარი 30 აგვისტოსთვის

საბეჭდი ვერსია

საეკლესიო კალენდარი

ორშაბათი

ღირსისა მამისა ტბელი  აბუსერისძისა, პაგიოგრაფისა და ჰიმნოგრაფისა ერისათვის თავდადებულისა (XIII); მოწამისა მირონ ხუცისა (250-254); მოწამეთა: პავლესი, დისა მისისა ივლიანასი და სხვათა (დაახლ. 273); მოწამეთა: თვრისესი, ლევკისა, კორონატისა და მოყვასთა მათთა (III);  მოწამისა პატროკლესი (III); მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (დაახლ. 303).

წმიდა მოწამე მირონ ხუცი ცხოვრობდა აქაიაში III საუკუნეში. ხუცი მეტად მოკრძალებული და გულმოწყალე ადამიანი იყო. ერთხელ ქრისტეშობის დღესასწაულზე ტაძარში, სადაც წმიდა მოწამე მირონი სწირავდა, ადგილობრივი მმართველი ანტიპატრე მხედრებთან ერთად შეიჭრა, რათა მლოცველნი შეეპყრო და საწამებლად წაეყვანა. წმიდა მირონი წინ აღუდგა მათ, რის გამოც საშინლად აწამეს, შემდეგ ქალაქ კიზიკში წაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი პავლე, იულიანა და სხვანი ევნენ 273 წელს.

წმიდა მოწამენი თვიროსი, ლევკი, კორონატე და მათი მეგობრები ევნენ ბეთანიის კესარიასა და აპოლონიაში იმპერატორ დეკიუსის დროს.

წმიდა მოწამენი სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე. ევნენ ნიკომიდიაში. მმართველმა თავისთან დაიბარა წმიდანები და მას შემდეგ, რაც მათ მტკიცედ აღიარეს თავიანთი მრწამსი, ისინი ცეცხლში დაწვეს.

დაიბადნენ:

1748 – ჟაკ ლუი დავიდი, ფრანგი ფერმწერი.

1860 – ისააკ ლევიტანი, რუსი ფერმწერი, პეიზაჟისტი.

1866 – ჟორჟ მენიე, ბელგიელი მოქანდაკე, „მოდერნის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი.

1871 – ერნესტ რეზერფორდი, ინგლისელი ფიზიკოსი, რადიაქტივობისა და ატომის აგებულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1917 – ალექსანდრე ჯავახიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე. გარდაიცვალა 1997 წელს.

1918 _ ნათელა იანქოშვილი,  საქართველოს სახალხო მხატვარი.

1922 – ბიძინა ავალიშვილი, მოქანდაკე.

1928 _ გიორგი თოთიბაძე,  საქართველოს სახალხო მხატვარი.

1928 – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

1933 – ვახტანგ ონიანი, მოქანდაკე და გრაფიკოსი.

1942 _ ბესარიონ ჯორბენაძე, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1993 წელს.

გარდაიცვალნენ:

30 – კლეოპატრა VII, ძველი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი.

1181 – ალექსანდრე III, რომის პაპი.

1483 – ლუი XI, საფრანგეთის მეფე.

1907 – ილია ჭავჭავაძე, დიდი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პოეტი.

1922 – ჟორჟ სორელი, ფრანგი ფილოსოფოსი.

მოვლენები:

1907 წელი – წიწამურთან მოკლეს დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

1860 წელი – ამოქმედდა პირველი ბრიტანული ტრამვაი.

1901 წელი – ჰერბერტ სესილ ბუტმა დააპატენტა მტვერსასრუტი.

1916 წელი – თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.

1918 წელი – ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.

1933 წელი – შეიქმნა ავიაკომპანია „ირ Fრანცე”.

1940 წელი – დაქორწინდნენ ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე.

1941 წელი – დაიწყო ლენინგრადის ბლოკადა.

1945 წელი – დმიტრი შოსტაკოვიჩმა დაამთავრა მე-9 სიმფონია.

1951 წელი – აშშ-მ და ფილიპინებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთდაცვის შესახებ (თავდაცვითი პაქტი).

1960 წელი – აღმოსავლეთ გერმანიამ დაიწყო დასავლეთ ბერლინის ნაწილობრივი ბლოკადა.

1973 წელი – კენიაში აკრძალეს სპილოზე ნადირობა და სპილოს ძვლის გაყიდვა.

ღირსსახსოვარი დღეები:

თათრეთი _ რესპუბლიკის დღე
ყაზახეთი _ კონსტიტუციის დღე
ავღანეთი – ბავშვთა დღე
თურქეთი – გამარჯვებისა და კონსტიტუციის დღე

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან დღის კალენდარი
23:59:08
04.02.2012
23:58:13
03.02.2012
00:10:32
03.02.2012
23:59:57
01.02.2012
23:59:33
31.01.2012
23:59:04
30.01.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C