
დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ჩეჩენ პარტიზანთა 30-კაციანმა რაზმმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მშობლიური სოფელი – ცენტოროი დაიკავა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, პარტიზანებმა სოფლის დიდი ნაწილი გადაწვეს. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს კადიროვის დაცვის წევრებმა და მილიციელებმა. ბრძოლის შედეგად, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ბრძოლაში ორი მილიციელიც დაიღუპა, თუმცა, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ, უფრო დიდია.
რუსეთის ფედერალურ ძალებს პირადად რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა. პარტიზანებმა სოფელი დატოვეს. ამ დროისთვის, ცენტოროი რუსეთის ძალების მიერ ბლოკირებულია.
კადიროვის მტკიცებით, პარტიზანებმა 12 ადამიანი დაკარგეს, თუმცა, ამას ჯერ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები არ ადასტურებენ.





