ავტოკონცერნმა Toyota უკან 1,1 მილიონი Corolla-სა და Matrix-ის მოდელის ავტომობილი გაიხმო.
ამის მიზეზი, მოტორის მართვის ბლოკის დეფექტია, რამაც, შესაძლოა, მოძრაობისას ძრავის გაჩერება გამოიწვიოს. ანალოგიური მიზეზით, General Motors-მა სერვის-ცენტრებში 200 ათასი Pontiac Vibe გაზავნა, რომელიც, ასევე, Matrix-ის ბაზაზეა აწყობილი.
Toyota-ას წარმომადგენლების განცხადებით, ძრავის მართვის ბლოკი კორპორაციის Delphi მიერ უხარისხოდაა დამზადებული და მას კორპუსის ელექტრონულ კომპონენტებზე ბზარები უჩნდება. Delphi-ის ხელმღვანელობამ კი, იაპონური ავტოკონცერნის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ბლოკი ისე დამზადდა, როგორც ამას Toyota ითხოვდა.
2009 წლის ნოემბრიდან, Toyota-ამ უკან 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიწვია. მათ უმრავლესობას გაზის პედალის დეფექტი ჰქონდა, რაც მანქანის თვითნებურ აჩქარებას იწვევდა.



