საეკლესიო კალენდარი
სამშაბათი
ღირსისა ქრისტოდულე ფილოსოფოსისა (XII): მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსისა (II); მოწამეთა: ერმოსი, სერაპიონისა და პოლიენოსი (II); მღვდელმოწამისა ემელიანე ეპისკოპოსისა და მისთანა: ილარიონისა, დიონისესი და ერმიპესი (IV); მღვდელმთავართა იოანესი (674) და გიორგისი (683), კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა მაკარისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახლ. 830); ღირსისა იოანე რილელისა (946).
ხსენება ღირსთა მამათა ფლორისა და ლავროსისა. ისინი ქვის მთლელები იყვნენ და ჯერ ბიზანტიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ ილირიაში გადასახლდნენ. მმართველმა ილარიონ ლიკაონმა ისინი წარმართული ტაძრის მშენებლობაზე გაგზავნა, სადაც წმიდანები მძიმედ მარხულობდნენ, მიღებულ თანხას უქონართ ურიგებდნენ და შეუწყვეტლივ ლოცულობდნენ. ტაძრის მშენებლობა რომ დამთავრდა, წმიდანებმა ქრისტიანები შეკრიბეს, კერპები დაამსხვრიეს და მის აღმოსავლეთ ნაწილში წმიდა ჯვარი აღმართეს. ეს რომ მმართველმა გაიგო, 300 ქრისტიანს კოცონზე დაწვა მიუსაჯა, ხოლო წმიდანები მშრალ ჭაში ჩააგდეს და მიწა მიაყარეს. მათი წმიდა ნაწილები დიდი ხნის შემდეგ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
ხსენება წმიდა მოწამეთა ერმესისა, სერაპიონისა და პოლიენისა. ევნენ რომში ქრისტეს აღმსარებლობისთვის.
ხსენება მღვდელმთავართა იოანე V-ისა და კონტანსტინოპოლის პატრიარქის გიორგი I-ისა. მოღვაწეობდნენ იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის დროს.
ხსენება ღირსი მამა ქრისტეფორესი. იგი მელის მთის მონასტერში წინამძღვარი იყო.
ხსენება ღირსი მამა ბარნაბისა და მისი ძმისწულის სოფრონისა. ისინი ათენელები იყვნენ და ტრაპიზონის მახლობლად, მელის მთაზე მოღვაწეობდნენ.
ხსენება ღვთისმშობლის ხატის „ოდიგირიასი“. ინახება ტრაპიზონთან, მელის მთის მონასტერში. გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მახარობელ ლუკას ყალამს ეკუთვნის.
ხსენება ოთხი მეუდაბნოესი, რომელთა სახელები უცნობია და 300 წმიდანისა, რომლებიც კერპების შემუსვრისთვის ცეცხლზე დაწვეს.
დაიბადნენ:
1749 – ალექსანდრ რადიშჩევი, რუსი მწერალი, განმანათლებელი, ფილოსოფოს-მატერიალისტი.
1811 – თეოფილ გოტიე, ფრანგი მწერალი.
1821 – ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი, გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიოლოგი და ფსიქოლოგი.
1834 – ამილკარე პონკიელი, იტალიელი კომპოზიტორი, ორღანისტი.
1891 – ალექსანდრე ნამორაძე, ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1892 – პიმენ ნანეიშვილი, ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
1899 – გრიგოლ ფერაძე, ისტორიკოსი, თეოლოგი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
1917 – ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი. Gგარდაიცვალა 1997 წელს.
1908 – უილიამ საროიანი, ამერიკელი მწერალი.
1942 – დეირან ფაჩუაშვილი, მხატვარი.
1949 – ნანი ჩიქვინიძე, ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
1949 – რიჩარდ გირი, ამერიკელი მსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1963 – ჟორჟ ბრაკი, ფრანგი მხატვარი.
1967 – ილია ერენბურგი, რუსი მწერალი.
1986 – ჰენრი სპენსერ მური, ინგლისელი მოქანდაკე.
1969 – როკი მარჩიანო, ამერიკელი მოკრივე.
1997 – დაიანა სპენსერი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის ჩარლზის ყოფილი მეუღლე.
მოვლენები:
1897 წელი – თომას ედისონმა დააპატენტა კინოკამერა (კინეტოგრაფი).
1914 წელი – ტანენბერგის ბრძოლაში გერმანიამ დაამარცხა რუსეთი. დაიღუპა 30.000 რუსი ჯარისკაცი.
1939 წელი – სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა რუსეთ-გერმანიის პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ.
1955 წელი – ჩიკაგოში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილის დემონსტრირება მოეწყო.
1957 წელი – მალაიზია ბრიტანეთისაგან დამოუკიდებელი გახდა.
1968 წელი – ირანში მომხდარმა 7,8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ გაანადგურა ათეულობით სოფელი. დაიღუპა 12.000 ადამიანი.
1984 წელი – ფილიპინებში ტროპიკული შტორმის შედეგად 1000 ადამიანი დაიღუპა.
1990 წელი – დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას იურიდიული და პოლიტიკური სისტემების გაერთიანების შესახებ.
1991 წელი – ყირგიზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1994 წელი – დასრულდა გერმანიიდან რუსეთის ჯარების გამოყვანა.
1997 წელი – პარიზში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ პრინცესა დაიანა და დოდი ალ ფაიედი.
ღირსასახსოვარი დღეები:
ტრინიდადი და ტაბოგო _ დამოუკიდებლობის დღე
ყირგიზეთი _ დამოუკიდებლობის დღე
მალაიზია – დამოუკიდებლობის დღე
ფილიპინები – გმირების დღე.





