title
5 თებერვალი 2012 წ. 22:48
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
კონფლიქტის ზონა
19:03:22                         30.08.2010
კოკოითის მთავრობა ახალგორში ქართველთა სახლებში ოსების ჩასახლებას გეგმავს

საბეჭდი ვერსია

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ  საცხოვრებელი ფართის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ელეონორა ბედოევას განცხადებით, ახალგორის რაიონში 90 ოსური დევნილი ოჯახი დაბრუნდება.

აღნიშნული განცხადება ბედოევამ საინფორმაციო სააგენტო “რეს”-თან საუბრისას გააკეთა. მისივე მტკიცებით,  აღნიშნული ოსური ოჯახები 90 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სახლებიდან გამოყარა და ახალგორის რაიონიდან გააძევა, შემდეგ კი მათი სახლები ქართველებმა უკანონოდ გადაიფორმეს,

“მას შემდეგ, რაც ლენინგორის რაიონს ისევ სამხრეთ ოსეთი აკონტროლებს, გაძევებული ხალხი ელოდება იმ დღეს, როცა რესპუბლიკა სახლების დაბრუნების საშუალებას მისცემს. ახლო მომავალში ოს დევნილებს შევხვდებით და მათი დაბრუნების საკითხებს გადავწყვეტთ. ჯანსაღი ძალის, ოსური ინტელიგენციის დაბრუნება რაიონის და მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცხოვრებაზე დადებითად აისახება. აქ საჭიროა ოსური და რუსული ენების მცოდნე ხალხი. მასწავლებლებმა, ექიმებმა, ინჟინრებმა – 90-იან წლებში ეს რაიონი ყველამ დატოვა. ისინი მზად არიან, დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობა, კულტურის სფერო და განათლება ააღორძინონ”, _აცხადებს ედუარდ კოკოითის მარიონეტული მთავრობის წარმომადგენელი.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან კონფლიქტის ზონა
16:13:39
05.02.2012
15:45:23
05.02.2012
12:46:53
05.02.2012
17:50:42
03.02.2012
13:03:44
03.02.2012
17:57:11
02.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C