
2-3 სექტემბერს, აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ეწვევა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთ-სომხეთის ახალი სამხედრო ხელშეკრულება იქნება, რომელიც ბაქოს შეშფოთებას იწვევს. კერძოდ, ამ ხელშეკრულების #5 პროტოკოლის მიხედვით, სომხეთის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას რუსეთიც იღებს.
მეორე მთავარი თემა, აზერბაიჯანული გაზის საკითხი იქნება. კერძოდ, რუსულმა “გაზპრომმა” გამოთქვა მზადყოფნა, სრულად შეესყიდა აზერბაიჯანული გაზი. მედვედევი შეეცდება დაარწმუნოს ალიევი, რომ ის დათანხმდეს “გაზპრომის” შეთავაზებას.





