რუს სტუდენტებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში არქეოლოგიურ გათხრებს ახორციელებენ, იქიდან უნიკალური ნაკეთობები გააქვთ.
კერძოდ, გაზეთის “ზვეზდა” ცნობით, რუსმა სტუდენტებმა აფხაზეთიდან მოსკოვში, უნიკალური არტიფაქტი – ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ნაკეთობა ჩაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, ოჩამჩირის რაიონში, სადაც ბერძნული კოლონიზაციის, რომისა და ბიზანტიების იმპერიების და გენუელი მოვაჭრეების ყოფნის კვალია დაფიქსირებული, არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომლის ორგანიზატორებიც არიან პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოება და რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
არქეოლოგებზე კონტროლი არ ხორციელდება, რაც რუსებს იმ არტიფაქტების მითვისების საშუალებას აძლევს, რომელთაც, შესაძლოა, საქართველოს ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.



