საეკლესიო კალენდარი
პარასკევი
მოციქულისა თადეოზისა, 70-თაგანისა (დაახლ. 44); სარმეანესი, ქართლის კათალიკოსისა (779); ღირსისა თადეოზ სტეფანწმინდელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); მოწამისა ბასასი და სამთა შვილთა მისთა, მოწამეთა: აღაპისი, თეოგნესი და პისტოსი ( 305-311).
წმიდა მოციქული თადეოზი წარმოშობით ებრაელი იყო. დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში. იერუსალიმში ჩასვლისას, როდესაც წმიდა იოანე წინამორბედის ქადაგება მოისმინა, მას თავი მოანათვლინა და პალესტინაში დარჩა. როდესაც მაცხოვარი იხილა, მისი მოწაფე გახდა. უფალმა იგი იმ 70 მოწაფეს შორის მიიღო, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებში ქადაგებდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქული თადეოზი სირიასა და მესოპოტამიის მახლობლად მოღვაწეობდა. ედესაში წმიდანმა ეკლესია ააგო და მღვდლები დააყენა, სადაც 44 წელს წმიდანი მშვიდად გარდაიცვალა.
წმიდა მოწამე ვასასი და შვილები თეოგნია, აღაპი და პისტი მაკედონიის ქალაქ ედესაში ერთად ცხოვრობდნენ. წმიდა მოწამე ვასასი ბავშვობიდან ქრისტიანული მრწამსის მიხედვით იზრდებოდა და შვილებსაც შთაუნერგა რწმენა. ქმარმა თავისი ქრისტიანი ცოლ-შვილი იმპერატორ მაქსიმიანე ვალერიუსთან დააბეზღა. იმპერატორის ბრძანებით, დედის თვალწინ, შვილები აწამეს. მათ თავები მოჰკვეთეს.
ცნობილია, რომ ქალკედონში, დაახლოებით 450 წელს, უკვე არსებობდა წმიდა მოწამე ვასასის სახელობის ეკლესია.
დაიბადნენ:
1647 – დენი პაპენი, ფრანგი ფიზიკოსი.
1875 – ფერდინანდ პორშე, ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორი.
1885 – გერონტი ქიქოძე, ფილოსოფოსი‚ ესთეტი‚ ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი‚ კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1960 წელს.
1905 – კარლ დეივიდ ანდერსონი, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1905 – ბენიტო ბუაჩიძე, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. რეპრესირებულია 1937 წელს.
1914 – ანდრია აფაქიძე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. გარდაიცვალა 2006 წელს.
გარდაიცვალნენ:
1977 – ლეო დავითაშვილი, გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1739 – ჯორჯ ლილო, ინგლისელი დრამატურგი.
1883 – ივან ტურგენევი, რუსი მწერალი.
1991 – ფრენკ კაპრა, ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი.
მოვლენები:
590 წელი – გრიგორ I რომის პაპად აკურთხეს.
1791 წელი – საფრანგეთმა მიიღო პირველი კონსტიტუცია.
1828 წელი – დაქორწინდნენ ალექსანდრ გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე.
1897 წელი – აკაკი წერეთლის რედაქტორობით გამოვიდა ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალის „აკაკის თვიური კრებულის~ პირველი ნომერი.
1971 წელი – სსრკ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ შეთანხმებას დასავლეთ ბერლინის სტატუსის შესახებ.
1976 წელი – ამერიკული კოსმოსური ხომალდი „ვიკინგ-2“ მარსზე დაჯდა. გაკეთდა პლანეტის ზედაპირის პირველი ფერადი ფოტოსურათი.
ღირსსახსოვარი დღეები:
მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების დღე.
მონაკო _ გათავისუფლების დღე.
ტუნისი _ ხსოვნის დღე.
კატარი _ დამოუკიდებლობის დღე.
სან-მარინო _ რესპუბლიკის დაარსების დღე.





