დაღესტანის სოფელ აგავალიში, ცუმადინის რაიონის “ეფ-ეს-ბეს” განყოფილების უფროსი, პოდპოლკოვნიკი ახმედ აბდულაევის მოკლეს.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, აბდულაევის ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როდესაც ის კარის გაღებას ცდილობდა. “ეფ-ეს-ბეს” პოლკოვნიკი ადგილზე დაიღუპა.
იქვე მყოფმა მილიციელმა საეჭვო პირები შეამჩნია და მათ დაკავებას შეეცადა. თუმცა, ამ პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მძიმედ დაჭრეს, შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.





