პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია ახალგორში ქართული ენის სწავლების აკრძალვას აპროტესტებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალგორში მცხოვრებ ქართველებს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და აიღონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები. მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვებენ მათ შვილებს სკოლაში.
“ეს არის ეთნოწმენდის ერთ–ერთი ნიშანი, როდესაც იძულების გზით ხდება მოქალაქეობის შეცვლა”, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ახალგორში განათლების ქართული სისტემა მთლიანად აკრძალულია. გარდა იმისა, რომ იქ მოსწავლეთა სწავლება, ისევე როგორც აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული განათლების სისტემით ხდება, ქართველებს ქართულ ენაზე სწავლას საერთოდ უზღუდავენ.
პაატა დავითაია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მათი ჩარევით შეჩერდეს ეს პროცესი



