სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შსს-ს წარმომადგენლებმა, გაგრაში დააკავეს სავაჭრო ცენტრის “კონტინენტის” მფლობელი, რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვი, რომელიც ადამიანის უკანონო პატიმრობაში აყვანაშია ეჭვმიტანილი.
აფხაზური წყაროების ცნობით, ვაროვმა 2009 წლის 8 ივნისს, იარაღის მუქარით მძევლად აიყვანა რუსეთის მოქალაქე ანდრეი ჩულანოვი და ის 19 აგვისტომდე დამწყვდეული ჰყავდა. ვაროვის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ჩულანოვმა მის საწარმოს “კონტი-ოპტ”-ს არაკონდიცირებადი პურპროდუქტები მიაწოდა.
ვაროვის დაპატიმრებას აფხაზური ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ე.წ. შსს-ს შენობასთან, “სახალხო ერთიანობის ფორუმმა” აქცია მოაწყო და ბიზნესმენის განთავისუფლება მოითხოვა. ოპოზიციონერების მტკიცებით, ვაროვი ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, ის აფხაზეთს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს და ამიტომაც, პატიმრობაში არ უნდა იყოს.



