title
5 თებერვალი 2012 წ. 23:19
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
დღის კალენდარი
10:02:11                         03.09.2010
დღის კალენდარი 4 სექტემბრისთვის

საბეჭდი ვერსია

საეკლესიო კალენდარი

შაბათი

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა საქართველოისად (ივერიისად) წოდებულისა (დაბრძანებულია მოსკოვში; სიწმინდე 1622 წლამდე იმყოფებოდა საქართველოში); მოწამეთა: აგათონიკესი და მისთანა ზოტიკეი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (IV); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275); ღირსისა ანთუსასი (დაახლ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III); მოწამის ევლალია ქალწულისა (დაახლ. 303).

საქართველოს (ივერიის) ღვთისმშობლის ხატი. 1622 წელს შაჰ აბასმა დალაშქრა საქართველო, გაიტაცეს ბევრი სიწმინდე. საქართველოს ღვთისმშობლის ხატი ვინმე სტეფანეს ხელში აღმოჩნდა. მან სიზმარში ნახა ანგელოსი, რომელმაც უთხრა, რომ ხატი 1603 წელს დაარსებულ არხანგელსკის ეპარქიის შავი მთის მონასტრისთვის შეეწირა. 1654 წელს ხატი მოსკოვში გადაასვენეს. 

წმ. მოწამენი აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრესი, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვები ევნენ იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. წმ. მოწამე აღათონიკე დიდგვაროვან ჰიპასიეთა შთამომავალი იყო. იგი ქალკედონში მოკლეს. მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში მისივე სახელობის ეკლესიაში დაასვენეს.

მღვდელმოწამე ათანასე — ქალაქ ტარსის ეპისკოპოსი, რომელმაც მონათლა დედა ანფუსა, _ ხმლით აჩეხეს იმპერატორ ავრელიანეს დროს.

მოწამე ევლალია ესპანეთის ქალაქ ბარკიონის მახლობლად ცხოვრობდა. ის ქრისტეს რჯულს მტკიცედ იცავდა. იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას მას მრავალი გვემა მიაყენეს.

დაიბადნენ:

1768 – ფრანსუა რენე დე შატობრიანი, ფრანგი მწერალი, პოლიტიკოსი.

1824 – ანტონ ბრუკნერი, ავსტრიელი კომპოზიტორი, პედაგოგი.

1857 _ ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი, დრამატურგი, მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 1927 წელს.

1882 – ლეონჰარდ ფრანკი, გერმანელი მწერალი.

1954 – გია ნოდია, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი.


გარდაიცვალნენ:

1843 – ედვარდ გრიგი, ნორვეგიელი კომპოზიტორი.

1965 – ალბერტ შვაიცერი, ფრანგი თეოლოგი, მისიონერი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1989 – ჟორჟ სიმენონი, ფრანგი მწერალი, დეტექტიური რომანების ავტორი.

1956 –  სესილია წუწუნავა, ცნობილი მსახიობი.

მოვლენები:

1024 წელი – კონრად II გერმანიის მეფე გახდა.

1781 წელი – 44 ესპანელმა მისიონერმა ლოს-ანჯელესი დააარსა.

1888 წელი – ჯორჯ ისთმენმა „კოდაკის“ ფოტოკამერა დაპატენტა.

1964 წელი – NASA -მ კოსმოსში პირველი ორბიტული გეოფიზიკური ობსერვატორია გაუშვა.

1963 წელი – ლიბანში სამოქალაქო ომმა იფეთქა.

ღირსახსოვარი დღეები:

პაკისტანი _ თავდაცვის დღე
ჩილე _ ეროვნული გაერთიანების დღე.
სვაზილენდი _ დამოუკიდებლობის დღე.
ბულგარეთი _ აღმოსავლეთ რუმელიასთან გაერთიანების დღე.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან დღის კალენდარი
23:59:08
04.02.2012
23:58:13
03.02.2012
00:10:32
03.02.2012
23:59:57
01.02.2012
23:59:33
31.01.2012
23:59:04
30.01.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
6 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-10 °C