ევროსაბჭო თავის წევრ 47 ქვეყანას ურჩევს, გამოიყენონ ტერმინები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას არ არღვევენ და სექსიზმს არ ამკვიდრებენ.
ამ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს. გამოცემის Bild ცნობით, ევროსაბჭომ ეს რეკომენდაცია შვეიცარიელი დეპუტატის, დორის შტამპის მოთხოვნით შეიმუშავა. შტამპმა მოითხოვა, რომ ქალები აღარ წარმოსახონ “პასიურ, მეორეხარისხოვან არსებებად, დედებად და სექსუალურ ობიექტებად”.
შვეიცარიის ქალაქ ბერნის ოფიციალურ დოკუმენტაციაში, უკვე ამოიღეს სიტყვები “დედა” და “მამა” და ამიერიდან, ისინი მხოლოდ “მშობლებად” მოიხსენიებიან.




