
ჩეჩნეთის პარლამენტმა რამზან კადიროვს “რესპუბლიკის მეთაურის” სტატუსი მიანიჭა.
ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მას შემდეგ მიიღო, რაც კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა იყოს და “რეგიონული პრეზიდენტების” აღლუმი მიუღებელია.
თავდაპირველად, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე დუკვახა აბდურახმანოვი კადიროვისთვის “მეხკ-და”-ს (ქვეყნის მამა) მინიჭებას ითხოვდა. თავად კადიროვს, ჩრდილო კავკასიური წყაროების ცნობით, იმამის სტატუსის მიღება სურდა. თუმცა, კავკასიის მუსლიმანთა ლიდერებმა ეს გააპროტესტეს – მათი მტკიცებით, იმამის სტატუსის მიღების უფლება მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, რომელსაც რელიგიის ღრმა ცოდნა აქვს და რელიგიურ საკითხებში, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია.





