საეკლესიო კალენდარი
კვირა
წარგზავნა ყოვლადწმი და ღმრთის მშობლის მიძინების დღესასწაულისა, მოწამისა ლუპესი (IV); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (დაახლ. 540) და ფლორენტისა (547); კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (705).
წარგზავნა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება მოწამე ლუპესი (დაახლ. 306); მღვდელმოწამე ირინეოსისა — ლიონელ ეპისკოპოსისა (202); ღირსი ევტიქისა (დაახლ. 540) და ფლორენტისა (547); წმიდა კალინიკესი — კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (705).
წმიდა მოწამე ლუპე წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული იყო. უფალი რომ მიიცვალა, წმიდანმა თავისი სამოსი მისი სისხლით დაასველა და თითიდან ბეჭედი მოიხსნა. ამ სამოსით, ბეჭდითა და დიდმოწამე დიმიტრის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში სასწაულებს ახდენდა. მან წარმართთა კერპები დაამსხვრია, რის გამოც კერპთაყვანისმცემლები დევნიდნენ. წმიდა ლუპეს იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ირინეოს ლიონის ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ სმირნაში 130 წელს. მისი მოძღვარი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე მღვდელმთავარი პოლიკარპე სმირნელი იყო. მანვე მონათლა ჭაბუკი, შემდეგ პრესვიტერად აკურთხა.
მღვდელმთავარმა ირინეოსმა საეკლესიო მოძღვრების ჭეშმარიტება ეპისკოპატის მემკვიდრეობითობით მიიღო. იმპერატორ სევერის ზეობისას მღვდელმთავარი ირინეოსი 202 წელს მახვილით განგმირეს ქრისტეს რწმენის აღმსარებლობის გამო.
ღირსი მამები ევტიხი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იღვწოდნენ Vლ საუკუნეში იტალიაში — ნურსიის ოლქში. წმიდა ევტიხის ქადაგებით ბევრმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი. წმიდა ევტიხი სიცოცხლეში სასწაულებს არ ახდენდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მისი ნახმარი ტანისამოსი ხალხს კურნავდა. გვალვის დროს მისი ტანსაცმელი ყანებში გაჰქონდათ და ღმერთი მათ წვიმას უგზავნიდა.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი მღვდელმთავარი კალინიკე პატრიარქ პავლეს გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა. ეს იყო იუსტინიანე ლლ მრისხანეს მმართველობის ხანა, რომელმაც წმიდა ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად სასახლის აშენება მოინდომა და ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. მალე იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და საპატიმროში ჩაამწყვდიეს. 10 წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილედან გაიქცა, ჯარი შეკრიბა და კონსტანტინოპოლს მიადგა, ხალხის ჟლეტას შეუდგა, წმიდა პატრიარქი კალინიკე შეიპყრეს და ცოცხლად ჩაატანეს რომის კედელში. 40 დღის შემდეგ კედელი ჩამოინგრა, პატრიარქი ცოცხალი იყო, მაგრამ ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. წმიდანი რომის მოციქულთა ეკლესიაში დაასაფლავეს.
დაიბადნენ:
1187 – ლუი VIII, საფრანგეთის მეფე.
1638 – ლუი XIV, საფრანგეთის მეფე.
1792 – ჯაკომო მეიერბერი, იტალიელი კომპოზიტორი.
1817 – ალექსეი ტოლსტოი, რუსი მწერალი.
1832 – სერგეი ბოტკინი, რუსული მედიცინის კლასიკოსი.
1903 _ ნიკა აგიაშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1903 წელს.
1938 – ელენე თევდორაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, უფლებათადამცველი.
გარდაიცვალნენ:
1833 – ფილადელფოს კიკნაძე, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1997 – დედა ტერეზა, რომის კათოლიკური ეკლესიის მონაზონი, ამჟამად წმინდანად შერაცხული.
1993 – იულიან სემიონოვი, რუსი მწერალი.
მოვლენები:
1189 წელი – ინგლისში მეფედ აკურთხეს რიჩარდ ლომგული, პლანტაგენეტების დინასტიიდან.
1862 წელი – ჯეიმს გლეიშერმა აეროსტატით 11.275 მ სიმაღლეს მიაღწია.
1905 წელი – ხელმოწერილ იქნა პორტსმუტის ხელშეკრულება.
1929 წელი – არისტიდ ბრიანმა წინადადება წამოაყენა ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.
1939 წელი – დიდ ბრიტანეთში ინფორმაციის სამინისტრო შეიქმნა.
1944 წელი – საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა ბულგარეთს.
1972 წელი – მიუნხენის ოლიმპიადაზე პალესტინელმა ტერორისტებმა მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი.
1975 წელი – განხორციელდა თავდასხმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯერალდ ფორდზე.
1980 წელი – შვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი (16კმ) საავტომობილო გვირაბი.
1991 წელი – სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტად ნელსონ მანდელა აირჩიეს.
1999 წელი – ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს სერბიის ოპოზიციურ, დემოკრატიულ ძალებს და ხელი შეუწყოს იუგოსლავიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.





