საეკლესიო კალენდარი
ორშაბათი
ღირსისა სერაპიონ სასწაულმოქმედისა, ნათლისმცემლის მონასტრის (გარეჯის უდაბნოში) წინამძღვისა (1747); მღვდელმოწამისა ევტიქისა, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფისა (I-II); მოწამისა ტატიონესი (305); მოწამისა სირასი, სპარსელი ქალწულისა (558); ღირსისა გიორგი ლიმნელისა (VIII).
მღვდელმოწამე ევტიქი, წმიდა მოციქულთა – იოანე ღვთისმეტყველისა და პავლეს მოწაფე, I საუკუნის ბოლოსა და II საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. დაიბადა პალესტინის ქალაქ სებასტიაში. უფლის ურყევი რწმენის გამო მან მრავალი ტანჯვა გადაიტანა. მეორე საუკუნის დასაწყისში ევტიქის თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბეთანიაში და იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ევნო.
ქალწული სირა სპარსელი იყო. მან ქრისტეს რჯული გაითავისა და შეიყვარა. ამის გამო სირას ბევრი ტანჯვა მიაყენეს.
ღირსი გიორგი ლიმნიოტელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპიის სავანის ბერი იყო. ევნო ხატმბრძოლი იმპერატორის ლევ ისავრის დროს.
დაიბადნენ:
ბაკურ იბერიელი – IV საუკუნის ბიზანტიელი მხედართმთავარი და ფილოსოფოსი. ის ბერძნულ-ლათინურ წყაროებში ხან მეფედ მოიხსენიება, ხან მეფის შთამომავლად. როგორც სარდალს, მონაწილეობა მიუღია გუთებთან ადრიაპოლისა (378) და ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ (394) ბრძოლებში.
1766 – ჯონ დალტონი, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. მან პირველმა აღწერა მისი სახელით ცნობილი მხედველობის დეფექტი.
1849 – ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, საბავშვო მწერალი.
1888 – ჯოზეფ პატრიკ კენედი, ამერიკელი ფინანსისტი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის მამა.
1928 – ევგენი სვეტლანოვი, რუსი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი.
გარდაიცვალნენ:
1566 – სულეიმან I, თურქეთის სულთანი.
1701 – ჯეიმზ II, ინგლისის მეფე.
მოვლენები:
1620 – ხომალდი „მეიფლაუერი“ 149 მგზავრით ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა.
1791 – პრაღაში მოცარტის ოპერის „ა ჩლემენზა დი თიტო“ პრემიერა გაიმართა.
1852 – მანჩესტერში პირველი უფასო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1917 – რიგა უბრძოლველად ჩაბარდა გერმანელებს.
1939 – სამხრეთ აფრიკამ ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას.
1991 – საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა სცნო.
1997 – დაკრძალეს დიდი ბრიტანეთის პრინცესა დაიანა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ჩილე _ ეროვნული ერთიანობს დღე.
სვაზილენდი _ დამოუკიდებლობის დღე.
პაკისტანი _ თავდაცვის დღე





