
აზერბაიჯანის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ზიაფეტ ასკეროვის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საშემოდგომო სესიაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავენ.
ასკეროვის თქმით, სესიაზე ამ საკითხის გატანას აზერბაიჯანულ მხარეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი ჯონ ტანერი დაჰპირდა.
ტანერს აზერბაიჯანელებმა გადასცეს მასალები, რომლებიც აზერბაიჯანთან მიმართებაში, სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკას ასახავს.
გარდა ამისა, 9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეა განიხილავს აზერბაიჯანული მხარის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც მთიან ყარაბაღში შექმნილ მდგომარეობას შეეხება.
ზიაფეტ ასკეროვის თქმით, სომხური მხარე შეშფოთებულია იმით, რომ ორი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც გაერო და ნატოა, მთიანი ყარაბაღის საკითხს განიხილავენ.





