
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ რუსუდან კემულარია დაინიშნა. მას აღნიშნულ უწყებაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს.
როგორც „მედიანიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ფინანსთა მინისტრის ახლად დანიშნული კიდევ ერთი მოადგილე გიორგი ცხაკაია ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ფისანსთა სამინისტროში ასეთ საკადრო გადაადგილებებს შესაბამისი თანამდებობის პირთა ფუნქციების გამიჯვნას უკავშირებენ.
როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირის წინათ ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ირაკლი სირაძემ დატოვა.



