
ერაყიდან ჯარის გაყვანისას, აშშ თურქეთის ტერიტორიას არ გამოიყენებს.
ეს განცხადება ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსმა, ადმირალმა მაიკლ მალენმა გააკეთა. მისი თქმით, ერაყში ჯარის გადასროლისას, აშშ იყენებს თურქეთის ინფრასსტრუქტურას, თუმცა, პენტაგონი ამ ქვეყნის გამოყენებას, შეიარაღების სატრანზიტო ბაზის როლში არ აპირებს.
მისი თქმით, ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების აუცილებლობის საკითხს და ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მალენმა ისიც აღნიშნა, რომ ნატო ბულგარეთში და თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების მინიმალური რაოდენობით განლაგების საკითხსაც განიხილავს.




