ავტოკომპანიამ Ferrari უკან სუპერქარები 458 Italia გაიხმო. კომპანიამ უკან 2010 წელს გამოშვებული, 1248 ავტომანქანა გაიწვია.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ევროპაში, ჩინეთში და აშშ-ში, 458 Italia -ს მარკის რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სპეციალისტების დასკვნით, პრობლემა წებოშია, რომელსაც უკანა საბურავების თაღების დასამაგრებლად იყენებენ. სიცხეში, როდესაც გამომშვები სისტემა ხურდება, წებო ცხელდება და ის, შესაძლოა, აალდეს. Ferrari -ის სერვის-ცენტრები 458 Iტალია -ს ავტომობილების მფლობელებს უფასოდ მოემსახურებიან.
სუპერქარის Ferrari 458 Italia პრეზენტაცია 2009 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოსალონზე გაიმართა. 2010 წლის მარტში კი, მისი გაყიდვები დაიწყო. ავტომობილი 4,5 ლიტრაჟის, 570 ცხენისძალიანი აგრეგატითაა აღჭურვილი. 100კ/სთ-ს სუპერქარი 3,4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, 320კმ/სთ-ს შეადგენს.



