დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ გამოცემას HarperCollins “ბი-ბი-სის” გადაცემის Top Gear pilot-გამომცდელის, სტიგის ავტობიოგრაფიის გამოქვეყნების ნებართვა მისცა.
სტიგი გადაცემის Top Gear მეორე გსაიდუმლოებული პილოტია. პირველი პილოტი, “შავი სტიგი” იყო. თუმცა, 2003 წელს ბრიტანულმა მედიამ დაადგინა, რომ “შავი სტიგი”, სინამდვილეში, მრბოლელი პერ მაკარტნია.
ამის შემდეგ, გადაცემაში “თეთრი სტიგი” გამოჩნდა, რომლის ვინაობის დადგენასაც, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ. თუმცა, HarperCollins-ის მტკიცებით, “თეთრი სტიგი” მრბოლელი ბენ კოლინზია.
ტელეკომპანია “ბი-ბი-სის” განცხადებით, სტიგის ვინაობის გახმაურება არღვევს საკონტრაქტო ვალდებულებებს და მაყურებელს გადაცემის ცქერის სიამოვნებას ართმევს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ სტიგის ვინაობის გასაიდუმლოებისთვის, არანაირი საფუძველი არ არსებობს.
“ეს სიტყვის თავისუფლების გამარჯვებაა. ბენ კოლინზს, სტიგის როლის შესრულების შესანიშნავი 7-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ფართო აუდიტორიას, მათ შორის, იმასაც კი, დააინტერესებს, რომელსაც ავტომობილებთან შეხება არ აქვს”, განაცხადა HarperCollins -ის წარმომადგენელმა.



