უახლოესი 6-12 თვის განმავლობაში, ავტობაზარზე, შესაძლოა, რუმინული საავტომობილე ბრენდი Aro დაბრუნდეს.
რუმინელი ბიზნესმენის, ნიკოლაე რატიუს განცხადებით, რამდენიმე ავტომწარმოებელი Aro-ს აღორძინებით დაინტერესებულია, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ კონკრეტული ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის. რატიუმ ამ მარკის მანქანის წარმოების უფლება და ქალაქ კაპულუნგის Aრო-ს ქარხანა 2007 წელს შეიძინა.
Aro , Dacia-სთან ერთად, ერთ-ერთ უმსხვილესი რუმინული ავტობრენდი იყო. მისი გამოშვება 2003 წელს შეწყდა. სულ, 1957 წლიდან, კონვეირიდან 360 ათასი ავტომობილი ჩამოვიდა. 35 ათასი Aro რუმინეთში დღესაც მოძრაობს.



