title
8 თებერვალი 2012 წ. 12:55
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
მსოფლიო
17:33:56                         05.09.2010
ბრიტანელი ადამიანის უფლებათა დამცველები ბელორუსი ჟურნალისტის დაღუპვის გარემოებებით შეშფოთებულნი არიან

საბეჭდი ვერსია

ბრიტანელი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის “ცენზურის ინდექსის” წევრები ბელორუსი ჟურნალისტის ოლეგ ბებენინის დაღუპვის გარემოებებით შეშფოთებულნი არიან.

ოლეგ ბებენინი 4 სექტემბერს, თავის აგარაკზე მკვდარი იპოვეს. ბელორუსის შსს-ს ვერსიით, ჟურნალისტმა თავი მოიკლა.

ბებენინი ადამიანის უფლებათა ინიციატივის “ქარტია 97” ერთ-ერთი ლიდერი იყო და მას ბელორუსის ხელისუფლება დევნიდა. 1997 წლის აპრილში ის უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს, 1999 წლის სექტემბერში კი, მას თავს მოფაშისტო ახალგაზრდები დაესხნენ, რომელთაც კავშირი სახელისუფლებო სტრუქტურებთან ჰქონდათ.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა საიტი charter97.org დაარსა, რომელიც მოსახლეობას ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდიდა. თუმცა, ორი თვის წინ ამოქმედდა ბრძანებულება #60, რომელიც ბელორუსში ინტერნეტის გამოყენებას მკაცრად არეგულირებს.

“ცენზურის ინდექსის” მენეჯერის მაიკ ჰარისის განცხადებით, ოლეგ ბებენინს გამოსათხოვარი წერილი არ დაუტოვებია. მეტიც, ჰარისის ინფორმაციით, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტმა მეგობრებს დაურეკა და მათ კინოში წასვლაზე შეუთანხმდა.

“ბოლო თვეების განმავლობაში, ოლეგი შეშფოთებული იყო თავისი კოლეგების უსაფრთხოებით, ეშინოდა, რომ განმეორდებოდა 1997-1999 წლები, როდესაც გაურკვეველ გარემოებებში, ოპოზიციონერები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ”, - აღნიშნა ჰარისმა.

რუსული მედიის ვერსიით კი, ბებენინი ბელორუსის სპეცსამსახურებმა მოკლეს.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან მსოფლიო
18:26:45
07.02.2012
11:01:47
07.02.2012
11:01:26
07.02.2012
10:49:34
07.02.2012
10:49:19
07.02.2012
22:46:12
06.02.2012
USD
USD
1.6679
0.0003
EUR
EUR
2.1915
0.014
GBP
GBP
2.6371
0.0109
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
-1 °C
ბათუმი
Weather Img
5 °C
ზუგდიდი
Weather Img
0 °C
თელავი
Weather Img
-6 °C