გუშინ, ვლადიკავკაზში , მშვიდობის პროსპექტზე ორგანიზაცია„ ბესლანის ხმის „ აქტივისტებმა „ ბესლანის გაჩუმების „ მიმართ პროტესტის ნიშნად პიკეტი მოაწყვეს.
როგორც „ ბესლანის ხმის“ ხელმძღვანელმა ელა კასაევამ გაზეთ „ კომერსანტს“ განუცხადა, „ტერაქტის დროს დაზარალებულთა აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ გლოვის დღეებში, 1– 3 სექტემბერს, სახელმწიფოს მეთაურმა არც კი გაიხსენა ბესლანის ტრაგედია“.
მოპიკეტეების აზრით, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ექვსი წლის შემდეგ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ცდილობენ ბესლანის ტრაგედია „დავიწყებას მისცენ“.
„ თუ გასულ წელს თუნდაც პრემიერმა გაიხსენა ჩვენს შესახებ, მიმდინარე წელს არავის გავხსენებივართ“,– განაცხადა ქალბატონმა კასაევამ. მან დასძინა, რომ ბესლანელები თანაგრძობის სიტყვებს მოელოდნენ უშუალოდ დიმიტრი მედვედევისაგან, რადგანაც „ დაღუპულთა ნათესავების დამოკიდებულება პრემიერ პუტინისადმი ყველასათვის დიდი ხანია ისედაც ნათელია“.
გარდა ამისა, საპროტესტო აქციის სამმა ათეულმა მონაწილემ, მიუღებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ 1 სექტემბერს, იმ დღეს, როცა ბოევიკებმა ბესლანის პირველი სკოლა აიღეს, ფედერალურ არხებზე ამის შესახებ არაფერი არ თქმულა, ხოლო სამ სექტემბერს, შტურმის დღეს, მხოლოდ მცირე სიუჟეტებით შემოიფარგლნენ. „ ეს არამორალურია, როცა ცდილობენ , ადამიანები აიძულონ დაივიწყონ ყველაზე სისხლიანი ტერაქტი რუსეთის ისტორიაში, რომლის დროსაც 336 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი იყო“,– განუცხადა „ კომერსანტს“ პიკეტის ერთ ერთმა მონაწილემ. „მით უმეტეს, რომ ასეთი ინიციატივა მომდინარეობს უმაღლესი სახელმწიფო ეშლონებიდან“.
მოპიკეტეებმა ასევე აღნიშნეს, რომ „ მსგავსი რამ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენია, რადგანაც იქ ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია“, – წერს“კომერსანტი“.





