მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩაიშალა.
ამ ქვეყანაში რეფერენდუმი 5 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველს უნდა განესაზღვრა, ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ყოფილიყო არჩეული, თუ პარლამენტს თავის რიგებიდან აერჩია.
თუმცა, რეფერენდუმი შემდგარად რომ გამოცხადებულიყო, მასში მონაწილეობა, მინიმუმ, 33,33 პროცენტ ამომრჩეველს უნდა მიეღო. მოლდოვას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ევგენი შტირბუს ცნობით კი, რეფერენდუმში მონაწილეობა მხოლოდ 30,98 პროცენტმა მიიღო.
კონსტიტუციით, იგივე საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება მომდევნო ორი წლის განმავლობაში აკრძალულია.



