
ეროვნულმა ბანკმა დღეს ფასების ზრდის ოფიციალური დინამიკა გამოაქვეყნა. მონაცემები ივლისის თვეს ასახავს და მასში მითითებულია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ბენზინი თითქმის 27%–ით არის გაძვირებული, ხოლო დიზელი 42,4%–ით. შაქრის და საკონდიტრო ნაწარმის ფასი 27%–ით გაიზარდა, ხილი კი 21%–ით.



