კონსორციუმმა “ნაბუქომ” წამყვან ბანკებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ის 4 მილიარდი ევროს კრედიტს აიღებს.
კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკი “ნაბუქოს” 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1,2 მილიარდ ევროს, მსოფლიო ბანკი კი, 800 მილიონ ევროს გამოუყოფს.
დანარჩენ თანხას, დაახლოებით 4 მილიარდ ევროს, კონსორციუმის მონაწილეები თავად მოიძიებენ. კერძოდ, “ნაბუქო” კრედიტების აღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან გეგმავს, სადაც საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ვიდრე ღია ბაზარზე.
“ნაბუქოს” მშენებლობა 2011 წელს დაიწყება. მან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპას ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს.



