მსოფლიო ბაზრებზე ბამბის ფასის 15%–იან ზრდას საქართველოში ტანსაცმლის ასევე 15%–იანი გაძვირება მოჰყვება - ასეთ დასკვნას თბილისური მაღაზიების წარმომადგენლების ნაწილი რადიო “კომერსანტთან” საუბარში აკეთებენ.
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „შოდის“ წარმომადგენლის თქმით, მომწოდებლები უკვე საუბრობენ, რომ
უახლოეს პერიოდში პროდუქციას გააძვირებენ. ამავეს აცხადებენ საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში, რომელიც ცნობილ ბრენდ-მაღაზიებს “კუკაის”, “ნაფნაფსა” და “შევინიონს” აერთიანებს. მათი თქმით, ბამბა ტანსაცმლის წარმოებაში ძირითადი ნედლეულია და მისი გაძვირება მზა პროდუქტის გაძვირებასაც გამოიწვევს.



