დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, გამართა შეხვედრა კვიპროსული კომპანიების, “Photos Photiades Group”-ისა და „Universal Life”-ის წარმომადგენლებთან.
როგორც `მედიანიუსს~ საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური თემები, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასა და ასევე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სტუმრებმა გამოხატეს დაინტერესება, საქართველოს საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და კერძოდ, ქ. ფოთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.



