საეკლესიო კალენდარი
ოთხშაბათი
ხსენება წმიდა მოწამეთა: ადრიანესი და ნატალიასი და მათთან ერთად 23 მოწამისა.
წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ვნებამდე ერთი წლით ადრე სულ ახალგაზრდები შეუღლდნენ. ისინი ბეთანიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. მათ ქრისტიანობას შესწირეს თავი.
დაიბადნენ:
1157 — რიჩარდ I ლომგული, ინგლისის მეფე. გარდაიცვალა 1199 წელს.
1474 — ლუდოვიკო არიოსტო, იტალიელი პოეტი, აღორძინების ხანის უდიდესი წარმომადგენელი, მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა ფერარის სასახლის კარზე. წერდა სატირებს ჰორაციუსის მიბაძვით. მისი კომედიებია: „სულების გამომხმობელი“, „მაჭანკალი“, პოემა: „შმაგი ორლანდო“. გარდაიცვალა ფერარში 1533 წელს.
1804 — ედუარდ მორიკი, გერმანელი პოეტი. გარდაიცვალა 1875 წელს.
1812 — ნატალია გონჩაროვა, პუშკინის ცოლი. გარდაიცვალა 1863 წელს.
1909 _ ვენერა ურუშაძე, `ვეფხისტყაოსნის~ ინგლისურ ენაზე მთარგმნელი. გარდაიცვალა 1989 წელს.
1925 — ოთარ ჭელიძე, პოეტი.
გარდაიცვალნენ:
780 — ლეო IV, ბიზანტიის იმპერატორი. დაიბადა 749 წელს.
1895 — რიჰარდ შტრაუსი, გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. დაიბადა 1837 წელს.
1991 — ბრედ დევისი, ამერიკელი მსახიობი. დაიბადა 1950 წელს.
მოვლენები:
1380 წელი _ გაიმართა კულიკოვოს ბრძოლა. რუსთა ლაშქარმა დიმიტრი დონელის სარდლობით დაამარცხა მონღოლთა ჯარი.
1522 წელი – დასრულდა ფერნანდ მაგელანის პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.
1795 წელი – აღა-მაჰმად-ხანმა თბილისში სოღანლუღი დაიკავა.
1812 წელი – ბოროდინოს ბრძოლა.
1831 წელი – ვილჰელმ IV დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა.
1917 წელი _ სიონის ტაძარში ჩატარდა საქართველოს ახლად აღდგენილი ავტოკეფალური ეკლესიის კრება, რომელმაც აირჩია საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, განაწესა ეპისკოპოსები და მოაგვარა სხვა სასაულიერო საკითხები (1917 წლის 8-17 სექტემბერი)
1941 წელი – დაიწყო ლენინგრადის ბლოკადა.
1943 წელი – გერმანელებმა იტალიის ოკუპაცია მოახდინეს.
1952 წელი – გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის წიგნი `მოხუცი და ზღვა”.
1994 წელი – რუსეთის არმიამ პოლონეთის ტერიტორია დატოვა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე;
წიგნიერების საერთაშორისო დღე;
ფაშიზმის მსხვერპლთა საერთაშორისო დღე.
ავღანეთი – ეროვნული ასამბლეის დაარსების დღე.
გვინეა-ბისაუ _ დამოუკიდებლობის დღე.
ჩრდილოეთი კორეა – ეროვნული დღე.
უგანდა _ რესპუბლიკის დღე.





