ყვარლის ტყეში ცეცხლის სრულად ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სპეციალურმა ჯგუფებმა მუშაობა დილიდან უკვე დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე ვეტმფრენი, რომლის მეშვეობითაც ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხდა.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ რადიო “ჰერეთს” განუცხადა, წუხელ 21 საათისთვის ხანძრის რამდენიმე კერის ლოკალიზება მოხერხდა. ცეცხლის სრულ ჩაქრობას დღეს ვარაუდობენ.
ბოლო მონაცემებით ყვარელში 30 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობია დამწვარი.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.





