title
5 თებერვალი 2012 წ. 22:40
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
რეგიონები
12:53:19                         07.09.2010
შპს „ფაუნას“ დაცვის უფროსს მოკლული შველი და მუქარის წერილი გაუგზავნეს

საბეჭდი ვერსია

შპს „ფაუნას“ სამონადირეო მეურნეობის დაცვის უფროსს ზურაბ გოგოლაძეს უცნობმა პირმა სამონადირეო მეურნეობაში ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები, ტყავი და მუქარის წერილი გაუგზავნა. უცნობი პირი წერილში აღნიშნავს, რომ სანამ გოგოლაძეს სამონადირეო მეურნეობიდან არ გაათავისუფლებენ, ცხოველებს მანამდე დახოცავს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. 

გაზეთ „სპექტრის“ ინფორმაციით, ზურაბ გოგოლაძე აღნიშნულ ფაქტს სამონადირეო მეურნეობის დაცვას უკავშირებს. მისი თქმით, ის ბრაკონიერებს ებრძვის და შესაძლოა, მათი მხრიდან ეს შურისძიების თაობაზე გაფრთხილება იყოს.

შპს „ფაუნას“ სამონადირეო მეურნეობა ლაგოდეხის რაიონში, ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული.

მომხდარის შესახებ სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელობამ გარემოს დაცვის ინსპექციას და შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს აცნობა, მაგრამ ორივე უწყებამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა, _ იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

მისსივე ინფორმაციით, ბრაკონიერები ჭიაურის ტყეში შველზე მასობრივად ნადირობენ, რაზედაც გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო რეაგირებას არ ახდენს.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან რეგიონები
18:05:28
05.02.2012
16:13:55
05.02.2012
17:49:59
03.02.2012
16:57:08
03.02.2012
15:57:16
03.02.2012
15:13:50
03.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C