title
8 თებერვალი 2012 წ. 12:28
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
რეგიონები
13:37:13                         07.09.2010
მარტვილის რაიონში დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს

საბეჭდი ვერსია

მარტვილის რაიონში, მდინარე აბაშას ხეობაში, პალეონტოლოგებმა დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც იქ, მეზოზოურ ერაში, დაახლოებით, 100 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

პალეონტოლოგის ვასილი გაბუნიას ინფორმაციით, დინოზავრის კვალი შემთხვევით აღმოაჩინეს.

“ჩვენ ჩანჩქერთან ახლოს, მცირე ზომის ბალახისმჭამელი დინოზავრის კარგად შენახული კვალი აღმოვაჩინეთ. იქვე მტაცებელი დინოზავრის სამთითა კვალი იყო. იქვე ზღვის ზღარბების ნიჟარებიც ვიპოვეთ და მათი მეშვეობით, პერიოდიც დავადგინეთ”, - აღნიშნა გაბუნიამ.

პალეონტოლოგის ვიაჩესლავ ჩხიკვაძის თქმით კი, ექსპედიციის მონაწილეებმა დინოზავრის ჩონჩხის ფრაგმენტებიც იპოვეს.

“მთის საბადოებში ხერხემლის დისკების ფრაგმენტები ვიპოვეთ. ჯერ არ დავიჯერეთ, რადგან მთის საბადოში ძვალი ამ საბადოს შემადგენლობას იღებს და მხოლოდ ფორმას ინარჩუნებს და ძნელია მისი საბადოსგან გარჩევა”, _ განაცხადა ჩხიკვაძემ.

სპელეოლოგმა ამირან ჯამრიშვილმა კი, ხაზი გაუსვა, რომ ექსპედიციის მონაწილეებმა კვლევისთვის ჩონჩხის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი აიღეს, რათა ჩონჩხი არ დაეზიანებინათ. უახლოეს მომავალში, მარტვილში სპეციალური ექსპედიცია გაემგზავრება, რომელიც ამ აღმოჩენას დეტალურად შეისწავლის.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან რეგიონები
11:26:37
08.02.2012
11:26:32
08.02.2012
11:02:07
08.02.2012
08:30:39
08.02.2012
17:11:05
07.02.2012
16:35:40
07.02.2012
USD
USD
1.6679
0.0003
EUR
EUR
2.1915
0.014
GBP
GBP
2.6371
0.0109
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
-1 °C
ბათუმი
Weather Img
5 °C
ზუგდიდი
Weather Img
0 °C
თელავი
Weather Img
-6 °C