title
5 თებერვალი 2012 წ. 22:26
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
My Title
14:02:16                         07.09.2010
ლეიბორისტული პარტია ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანას ითხოვს

საბეჭდი ვერსია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვს  ერაყიდან და ავღანეთიდან  ქართული  სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, შემაშფოთებელია ავღანეთში  ქართველი ოფიცრის დაღუპვის ფაქტი.  კირთაძემ პოლიტიკურ  ოპოზიციას მოუწოდა, სამძიმრის განცხადებებთან ერთად აუცილებლად მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ ხელისუფლებამ ქართული ბატალიონები აღნიშნული ქვეყნებიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს.

ნესტან კირთაძის თქმითვე, საქართველოს მთავრობა საგულდაგულოდ მალავს ერაყსა და ავღანეთში სხვა ქართველი ჯარსიკაცების დაჭრის ფაქტებსაც და მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, ოფიციალური კომენტარი გააკეთოს ავღანეთში ორი კვირის წინ  მძიმედ დაჭრილი 26 წლის კაპრალის, მამუკა ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.  ქართველი ჯარისკაცი ამჟამად მკურნალობას უცხოეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

„ჩვენს შვილებს  არაფერი ესაქმებათ სხვის ომში, მით უმეტეს, სხვისი სარდლობისა და დროშის ქვეშ. ამისათვის არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ვალდებულება და თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური  შეთანხმების საკითხია, მაშინ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთხელსაყრელობისა და პოლიტიკური თანაზიარობის პრინციპს და არა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო სავარძლის განმტკიცებას და მისი რეჟიმის გახანგრძლივებას საქართველოში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ერაყსა და ავღანეთში  2000-მდე ოფიცრისა და ჯარისკაცის  წარგზავნით საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ  თავადვე არა გვაქვს დაცული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. სახეზეა დაქუცმაცებული ქვეყანა, რომელიც პირისპირ დგას დაუცველი მომავლის წინაშე“, _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.

მისივე შეფასებით, სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით, შესაძლებელია ქართული ჯარი გამოცდილებას იძენს. თუმცა,  2008 წლის  რუსეთთან აგვისტოს ომში ქვეყანამ ასეთი გამოცდილება ვერ მიიღო.

„2008 წლის აგვისტოს სისხლიანი მოვლენების დროს მივიღეთ დაჩოქებული, დამარცხებული, გასამართლებული, მუნდირაყრილი და საბრძოლო ადგილებში მიტოვებული ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გვამები. საქართველომ ვერ იგრძნო რეალური  დახმარება სტრატეგიული  მოკავშირეებისგანაც, ვერ ბრძოლისა და ვერც ომის შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს“, _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.

ლეიბორისტული პარტია დამდეგ კვირას საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივის პროექტს წარუდგენს. პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ~ განსაზღვრავს ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გამოყენების წესს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში, ასევე სამშვიდობო ოპერაციების დროს.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
18:54:36
05.02.2012
16:44:42
05.02.2012
16:44:22
05.02.2012
16:44:02
05.02.2012
16:13:54
05.02.2012
16:13:27
05.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C