
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, დღეს თბილისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებისთვის მუშაობს.
ეს განცხადება იაკობაშვილმა თბილისში გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანამ უკან მოიტოვა ის პერიოდი, როდესაც საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარებაზე მუშაობდა.
`ვაპირებთ, აქტიურად ვიმუშავოთ, გამოვიდეთ ინიციატივებით და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში, აქტიურად ჩავრთოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.



