title
5 თებერვალი 2012 წ. 22:27
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
14:20:08                         07.09.2010
მიხეილ სააკაშვილმა მცხეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საბეჭდი ვერსია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვეტიცხოველის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.

სააკაშვილმა მცხეთის რეკონსტრუირებული ქუჩებიც დაათვალიერა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა პრეზიდენტს განუცხადა, სულ კაპიტალური რეკონსტრუქცია 100 სახლსა და შვიდ ქუჩას ჩაუტარდა, დაიგო კილომეტრამდე ქვაფენილი და ეს ყველაფერი 14 მილიონი ლარი დაჯდა.

ჩოჩელის ცნობით, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება სავაჭრო რიგები, სადაც ქართული ხელოვნების ნიმუშები გაიყიდება, რამდენიმე კაფე და ავტოსადგომი.

პრეზიდენტი მცხეთელებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადგილობრივებს მცირე ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება.

“ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემოსავლები გაიზრდება. ამისთვის კარგი იქნება, თუ გახსნით სასტუმროებს და კაფეებს. ჩვენ ვაპირებთ, ვთხოვოთ ბანკებს, რომ დაგაფინანსონ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო და ის 2010 წლის 14 ოქტომბერს დასრულდება.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
18:54:36
05.02.2012
16:44:42
05.02.2012
16:44:22
05.02.2012
16:44:02
05.02.2012
16:13:54
05.02.2012
16:13:27
05.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C