
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ საკითხზე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ესაუბროს.
ეს განცხადება ვაშაძემ ესტონელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“სწორედ ეს განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყანას არადემოკრატიული სახელმწიფოსგან. რუსეთი გვეუბნება, რომ რომ არ ისაუბრებს დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან”, - აღნიშნა ვაშაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ქართველმა დიპლომატმა უპასუხა:”ვფიქრობ, უფრო ადრე, ვიდრე გვიან”.




