ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე დააკავეს ცხინვალელი მღვდელი, რომელსაც მესაზღვრეებმა მარიხუანა უპოვეს.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, განაცხადა, რომ ის თირის მონასტერის მღვდელია და ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შეიძინა. მისი თქმით, ის ყაზახეთში მოსალოცად იყო და მარიხუანა ქალაქ შუში იყიდა.
მას სულ 340 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა. სასულიერო პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.



