title
8 თებერვალი 2012 წ. 12:36
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
15:11:06                         07.09.2010
ნინო ბურჯანაძის პარტია ხელისუფლებას განათლებისა და მეცნიერების სფეროს დანგრევაში ადანაშაულებს

საბეჭდი ვერსია

საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და მიმდინარე რეფორმები მხოლოდ პიარზე აგებულ, ვიწრო პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი  საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ზაალიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალიშვილის შეფასებით, განათლების სფეროში ხელისუფლება აგრძელებს არასახელმწიფოებრივი, არათანმიმდევრული, არაპროფესიონალიზმითა და სუბიექტივიზმით გაჯერებული პოლიტიკის განხორციელებას. საგანგაშოა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო  გამოცდების შედეგები, სადაც აბიტურიენტთა  და პედაგოგთა დიდმა ნაწილმა დაგეგმილი მინიმალური  კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს.  ხელისუფლება საუბრობს განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულ სფეროებად დაყოფაზე, სინამდვილეში კი, საწინააღმდეგო ხდება.

თამარ ზაალიშვილი აპროტესტებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ მოეთხოვება სრული ან ასოცირებული პროფესორობა, ხოლო რექტორს, რომელიც კანონის შესაბამისად არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, კანონი აღარ უწესებს სრული პროფესორობის მოთხოვნას. ამასთან, თამარ ზაალიშვილს მიუღებლად მიაჩნია საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული მოდელი და ყურადღებას ამახვილებს სკოლების ფინანსური ავტონომიის მდგომარეობაზეც. მისივე შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც.

„სახეზე გვაქვს განათლებისა და მეცნიერების სისტემის  ფსევდოდეცენტრალიზაცია და რეალურად სისტემა ფუნქციონირებს ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. არცერთი პრობლემის გადაჭრა და ამ  მიზნით სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება არ არის შესაძლებელი ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სისტემური ცვლილებების გატარების  გარეშე“, _ განაცხადა თამარ ზაალიშვილმა.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
12:20:40
08.02.2012
12:20:30
08.02.2012
10:46:45
08.02.2012
10:42:48
08.02.2012
09:00:00
08.02.2012
08:00:14
08.02.2012
USD
USD
1.6679
0.0003
EUR
EUR
2.1915
0.014
GBP
GBP
2.6371
0.0109
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
-1 °C
ბათუმი
Weather Img
5 °C
ზუგდიდი
Weather Img
0 °C
თელავი
Weather Img
-6 °C